
თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ენერგეტიკული სასმელების ალკოჰოლთან შერევამ შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტიური ფუნქციების ხანგრძლივი პრობლემები.
კვლევა იტალიის კალიარის უნივერსიტეტისა და კატანიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა. მკვლევრებმა მოზარდ მამრ ვირთხებს მისცეს ალკოჰოლი, ენერგეტიკული სასმელი ან ორივეს ნაზავი. ამის შემდეგ, სხვადასხვა სტანდარტული ექსპერიმენტით შეაფასეს მათი კოგნიტიური ფუნქცია. გამოიყენეს თავის ტვინის სკანირებები და ქცევითი ტესტები - დალევიდან მომდევნო 53 დღის განმავლობაში.
ტესტებმა ცხადყო, რომ ცხოველებს, რომლებსაც ორივე სასმლის ნაზავი მისცეს, აღენიშნათ მუდმივი ცვლილებები სწავლისა და მეხსიერების უნარში; ცვლილებები ასევე დაფიქსირდა თავის ტვინის ჰიპოკამპუსში — ტვინის ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია სწავლასა და მეხსიერებაზე.
„ცოტა რამ არის ცნობილი, აქვს თუ არა მოზარდობის პერიოდში ამ სასმელების კომბინაციის სმას გრძელვადიანი ეფექტი ცენტრალურ ფუნქციაზე, რაც აჩენს კითხვას იმ რისკის შესახებ, რაც ამ ჩვევას შეიძლება ჰქონდეს თავის ტვინის მომწიფებაზე“, - წერენ მკვლევრები.
კვლევა Neuropharmacology-ში გამოქვეყნდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: 1tv.ge