მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც კვების ფუნდამენტურ ფიზიკასა და ანატომიის მოლეკულურ დონეზე საუბრობს.
მისი თქმით, დროა, შევწყვიტოთ სტიქიების - ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი - აღქმა, როგორც ძველბერძნული ან აღმოსავლური მითოლოგიის ნაწილის, რადგან ეს რეალურად ფიზიკა და ქიმიაა:
„კვების ფუნდამენტური ფიზიკა - ანატომია მოლეკულურ დონეზე
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ კვებაზე, მაგრამ იშვიათად ვეხებით იმ სიღრმეებს, რომლებსაც თანამედროვე ნუტრიციოლოგია გვერდს უვლის.
დროა, შევწყვიტოთ სტიქიების - ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი - აღქმა, როგორც ძველბერძნული ან აღმოსავლური მითოლოგიის ნაწილის.
რეალურად, ეს არის სუფთა ფიზიკა და ქიმია. თუ მოვხსნით ამ ტერმინებს მისტიკურ საბურველს და ყველაფერს თავის მეცნიერულ სახელს დავარქმევთ მენდელეევის პერიოდული სისტემიდან, მივხვდებით მთავარ ჭეშმარიტებას: რატომ შეიძლება მაგალითად, სუპერ-ჯანსაღი ორგანული ვაშლი ერთისთვის წამალი იყოს, მეორისთვის კი - ტოქსიკური აგენტი.
როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის დომინანტური სტიქიის შესახებ, სინამდვილეში ვსაუბრობთ კონკრეტული ქიმიური ელემენტების სიჭარბეზე მის უჯრედულ სტრუქტურაში.
ჰაერი = აზოტი და ჟანგბადი.
ეს არის მოძრაობა და დაჟანგვა. აზოტი ამინომჟავების ფუნდამენტია, მაგრამ თავისუფალი სახით ის იწვევს აირებს (გაზებს), სიმშრალეს და არასტაბილურობას. შესაბამისად, ვისაც ეს ელემენტი ჭარბად აქვს, მისი ნერვული სისტემა ელექტრონულად ზეაქტიურია, ხოლო ლორწოვანი - მშრალი.
ცეცხლი = ფოსფორი, გოგირდი და ფერმენტები.
ეს არის მეტაბოლიზმი, ატპ ენერგია და მჟავები. მარტივად რომ ვთქვათ - ეს არის ტრანსფორმაციის ქიმია.
მიწა = ნახშირბადი და კალციუმი.
ეს არის სტრუქტურა, სიმკვრივე, სიმძიმე და სტაბილურობა.
წყალი = წყალბადი და ჟანგბადი.
ეს არის ჩვენი თხევადი გარემო, პლაზმა და ლიმფა. ახლა, როცა ლექსიკონი გვაქვს, განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითი: სუპერ-ჯანსაღი, ორგანული ვაშლი.
ვნახოთ, როგორ რეაგირებს ეს პროდუქტი ორ რადიკალურად განსხვავებულ კონსტიტუციის მქონე ადამიანზე, ანუ მის ქიმიურ ლაბორატორიაში, მუცელში...
ქიმიურად, ვაშლი ძირითადად შედგება ცელულოზისგან (რთული ნახშირწყალი) და შეიცავს დიდი რაოდენობით მიკროსკოპულ ჰაერის ჯიბეებს - სწორედ ამიტომ ტივტივებს ის წყალში და არ იძირება.
სუბიექტი A: აზოტის და ჟანგბადის ტიპი (ჰაერი)
ამ ადამიანს ბუნებრივად აქვს მშრალი კუჭი და სწრაფი, მაგრამ არასტაბილური მეტაბოლიზმი. როდესაც ის ჭამს უმ, ხრაშუნა ვაშლს:
1. მისი სუსტი მომნელებელი ცეცხლი ვერ შლის ცელულოზის უხეშ ბოჭკოს.
2. ვაშლში არსებული ჰაერის ჯიბეები ემატება ადამიანში არსებულ ისედაც ჭარბ აზოტს.
შედეგი - შხამი: იწყება დუღილი, წარმოიქმნება აირები, მუცლის ტკივილი და ნერვული სისტემის აგზნება. მიუხედავად სიჯანსაღისა, ვიტამინებისა და ა.შ., ეს ვაშლი მისთვის არის ენერგიის წამრთმევი ანტი-ნუტრიენტი.
ახლა იგივე ვაშლი და სუბიექტი B: ნახშირბადის და წყალბადის ტიპი (მიწა-წყალი)
ამ ადამიანს აქვს ნელი მეტაბოლიზმი და მიდრეკილია სითხის შეკავებისკენ. ვაშლი, მიუხედავად იმისა რომ წვნიანია, ბიო-ქიმიურად არის საშრობი (შემკვრელი თვისების/ტანინების გამო).
1. ვაშლი მოქმედებს როგორც ღრუბელი - ის იწოვს ჭარბ სითხეს და ლორწოს კუჭიდან.
2. უხეში ბოჭკო მექანიკურად ასუფთავებს ზარმაც ნაწლავებს.
შედეგი - წამალი: მისთვის ეს ვაშლი არის ბალანსის მომტანი და გამწმენდი საშუალება.
ხედავთ? ერთი და იგივე ჯანსაღი საკვები ერთისთვის წამალი აღმოჩნდა, მეორესთვის - პრობლემა.
ამიტომ, არ არსებობს "ჯანსაღი კვება" როცა საერთო სტატისტიკებიდან ვუსმენთ, სხვადასხვა ადამიანების ზედაპირულ ბოდვას.
სწორედ აქ გვჭირდება ჩვენი ინდივიდუალური კონსტიტუციის ცოდნა, რომ სიტუაცია ვმართოთ.
მაგრამ სანამ ზემოთ მოყვანილი მაგალითის გამოსავალზე ვისაუბრებთ, აუცილებელია შევეხოთ ერთ კრიტიკულ კომპონენტს, რომლის გარეშეც ალქიმია არ შედგება.
კატალიზატორები და მკვდარი რეაგენტების კრიზისი:
ხალხს ჰგონია, რომ სუნელი მხოლოდ გემოა. რეალურად, ქიმიაში არსებობს ცნება კატალიზატორი - ნივთიერება, რომელიც აჩქარებს და შესაძლებელს ხდის რეაქციას. ჩვენს სხეულში ეს ცეცხლია იგივე ფერმენტები.
მაგრამ აქ ვაწყდებით უდიდეს თანამედროვე პრობლემას: ბაზარზე არსებული სანელებლების 90% არის მკვდარი რეაგენტი.
აქაც პასუხი მარტივია და ის ფიზიკაშია. სანელებლის ძალა არის მის ეთერზეთებში.
ეს არის ეთერის ელემენტი - სწორედ აქ არის ჩაკეტილი ის ბიოქიმიური ენერგია (პიპერინი, კურკუმანი, ევგენოლი და ა.შ.), რომელმაც სისხლი უნდა გააცხელოს და ფერმენტი დაქოქოს.
მაგალითად, სანამ პილპილი ან ილი მარცვლის სახითაა, მისი ზეთი დაცულია ბუნებრივ კაფსულაში. როგორც კი მას ქარხნულად ფქვავენ, მისი ზედაპირის ფართობი ათასჯერ იზრდება. დაფქული მასა მომენტალურად შედის რეაქციაში ჰაერში არსებულ ჟანგბადთან და იწყება დაჟანგვა.
ეს იგივე პროცესია, რაც ვაშლის გაჭრისას ხდება - ის ყავისფრდება და ლპება. შედეგად, ის, რაც მაღაზიის დახლზე პაკეტში დევს თვეების განმავლობაში, უკვე აღარ არის კატალიზატორი. ეთერზეთები აორთქლებულია, ხოლო დარჩენილი მასა არის უბრალოდ დაჟანგული ცელულოზა ხის მტვერი, რომელსაც შერჩენილი აქვს მხოლოდ სუნი, მაგრამ დაკარგული აქვს ბიოქიმიური პოტენციალი.
ასეთი სუნელი კუჭში ქიმიურ რეაქციას ვერ გამოიწვევს.
რეალური ეფექტისთვის აუცილებელია მთლიანი მარცვლების შეძენა და უშუალოდ გამოყენების წინ დაფქვა, (მექანიკური სუნელების საფქვავის უმეტესობას პლასტმასის ხრახნები აქვს, ამასაც დააკვირდით და არ შეიძინოთ) რათა ეთერი პირდაპირ ქვაბში რეაქტორში გაიხსნას.
ბიოქიმიური ალქიმია არის გამოსავალი.
როგორ ვაქციოთ შხამი (ვაშლი) წამლად სუბიექტი A-სთვის.
ჩვენ უნდა შევცვალოთ პროდუქტის ქიმიური ფორმულა:
1. თერმული დამუშავება (ენერგია):
ვაშლის მოშუშვით ჩვენ ვშლით მყარ ცელულოზურ კავშირებს და ვაქრობთ ჰაერის ჯიბეებს.
2. ლიპიდების დამატება (მიწა):
ცხიმის (მაგალითად, ერბოს) დამატებით, ჩვენ ვამძიმებთ ვაშლის მსუბუქ ბუნებას და ვქმნით დამცავ ბარიერს, რაც ბლოკავს აზოტის (აირების) მოძრაობას.
3. ახლად დაფქული სანელებლები (ცეცხლი): დარიჩინისა და ილის დამატებით შეგვაქვს გოგირდი და ფოსფორი, რაც ზრდის მჟავიანობას და ეხმარება დაშლას.
ასე ვიღებთ კერძს, რომელიც აღარ არის ჰაერის ბომბი. ეს არის წინასწარ გადამუშავებული, თბილი და მკვებავი მასა, რომელიც სუბიექტი A-სთვის უკვე წამალია.
კვება არ არის სტატიკური პროცესი, სადაც ვიტამინი C ყველასთვის კარგია. კვება არის დინამიკური ქიმიური რეაქცია საკვების მოლეკულურ სტრუქტურასა და თქვენს დომინანტურ ელემენტებს შორის.
თუ შენ აზოტიანი (ჰაერი მსუბუქი) ადამიანი ხარ და ჭამ აზოტიან (უმ) საკვებს, შენ ქმნი ქარიშხალს.
ეს ქარიშხალი ისევ შენ განგრევს, და მთელი სისტემა დისბალანსში მოჰყავს... მაგრამ თუ იყენებ ცოდნას და ამუშავებ მას ცეცხლითა და მიწით, შენ ქმნი ჰარმონიას. სწორედ ეს არის სიღრმეებში ჩასვლა - როცა ხვდები, რომ მომზადების წესი ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად პროდუქტი“, - წერს ვატო მსხილაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: