
პლასტმასის კონტეინერიდან საკვების მიღებამ, შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, რასაც უახლესი კვლევები ადასტურებენ, აღნიშნავენ სპეციალისტები. თემაზე სიუჟეტი „ერთსულოვნებამ“ მოამზადა.
„პლასტმასის ყუთიდან საკვების მირთმევამ შესაძლოა საგრძნობლად გაზარდოს გულის უკმარისობის რისკი.
ჩინეთში ჩატარებული კვლევის შესახებ, „გარდიანი“ წერს. მედიაში წერენ რომ პლასტმასის ჭურჭელმა შესაძლოა საგრძნობლად დააზიანოს ნაწლავის მიკროფლორა, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებასაც იწვევს.
ასევე იზრდება გულის დაავადებები. გვირჩევენ, რომ მოვერიდოთ პლასტმასის ყუთების გამოყენებას მიკროტალღურ ღუმელში, ასევე არ მოვათავსოთ მასში ცხელი საკვები“, - ამბობენ სიუჟეტში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მთელი ჩვენი საგვარეულოს და ოჯახის დიდი სიმდიდრეა...“- გაიცანით ლაშა დვალიშვილის 97 წლის ბაბუა