იაპონიაში ბევრი რესტორანი სტუმრებს დარჩენილი საკვების სახლში წაღების უფლებას არ აძლევს, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს, რომლებზეც ქვემოთ გიამბოთ.
👉 საქმე ის არის, რომ ბევრ რესტორანს საკვებით მოწამვლის შემთხვევები აშინებს - თუ სტუმარი რესტორნიდან წაღებულ საკვებს არასწორად შეინახავს და მოიწამლება, კვების ობიექტს უჩივლებს და შეიძლება საქმიანობის უფლება შეუჩეროს. შესაბამისად, რესტორნის პოზიციაა - ან ჩვენ თვალწინ მიირთვით, ან საკვები დატოვეთ.
👉 მეორე მიზეზი ულუფების ზომაა. მაგალითად, აშშ-ს რესტორნებში საკვების სახლში წაღების კულტურა ძალიან გავრცელებულია, რადგან უზარმაზარი ულუფები მიაქვთ, რაც სასიამოვნოცაა და უცნაურიც. ასეთი ულუფების ერთ ჯერზე მირთმევა შეუძლებელია. იაპონურ რესტორნებში კი ულუფების ზომები უფრო მოკრძალებულია, თუმცა, კერძების ფასებიც ნაკლებია, რადგან ფასს, ზომას და ინგრედიენტებს მუდმივად აბალანსებენ.
👉 იაპონური რესტორნების კიდევ ერთი არგუმენტი ქვეყანაში პლასტმასის ნარჩენების დაგროვებაა, რაზედაც მთავრობა გამუდმებით საუბრობს, რესტორნიდან საკვების ნარჩენების გატანას კი ერთჯერადი თეფშები, კოვზები და კონტეინერები სჭირდება. იაპონიამ შექმნა საკანონმდებლო ბაზა, რომელიც პლასტმასის წარმოების შეზღუდვას ითვალისწინებს. ახალი კანონი მაღაზიის გამყიდველებს პლასტიკის პარკების გაყიდვისთვის დამატებითი თანხის გადახდას ავალდებულებს. იგივე ხდება რესტორნების შემთხვევაშიც, რომლებსაც დამატებითი თანხის გადახდა არ სურთ და სტუმრებს საკვების ნარჩენების გატანას უკრძალავენ.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მდაბალი ადამიანისათვის, საშინელი სამსჯავრო აღარ იქნება საშინელი...“ - თეოდორე გიგნაძე
⭕როგორ უნდა მოვხარშოთ ლობიო სწორად - არუნ ხათრის რეცეპტი
წყარო: funtime.ge