Digest Logo

🎥 „შენ არ ხარ შენი წუხილი, ეს შენი პროგრამაა, რომელიც გმართავს...“ - როგორ გამოვიდეთ ამ პროგრამიდან

1773145222
დეა ყოლბაია

სხეულის დაავადება, საზოგადოების როლი, ადამიანის მნიშვნელობა უჯრედის დონეზე, წმინდა ადგილები, სტრესი და ინტელექტი - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ექიმმა, პათოლოგანატომმა დეა ყოლბაიამ „სალომე კასრაძის პოდკასტში“ ისაუბრა. 

ადამიანების პიროვნული თვისებების მიხედვით ავადდება საზოგადოება.

დეა ყოლბაია: ადამიანის პიროვნული თვისებები განაპირობებს იმას, რომ შემდგომში საზოგადოება ავადდება. ჩვენ უნდა დავიწყოთ განხილვა პათოლოგიის გადმოსახედიდან, სოციალური პრობლემების გამომწვევი მიზეზები და გადაჭრის გზები. წარმოიდგინეთ დედამიწა, სადაც უამრავი ეპოქა იყო და იქნება.

საზოგადოება შედგება ინდივიდებისგან. ადამიანი არის ორგანიზმი. ეს ორგანიზმი შედგება ორგანოთა სისტემებისგან. ეს სისტემები შედგება ორგანოებისგან, ორგანო ქსოვილისგან, ქსოვილი უჯრედებისგან, უჯრედები მოლეკულებისგან და ა.შ. ყველაფერი ეს არის მხოლოდ მატერიის 2-4 პროცენტი. დანარჩენი ყველაფერი არის სიცარიელეში. მივდივართ ფილოსოფიურ დასკვნამდე: რომ ეს ყველაფერი წარმოშობით სიცარიელიდან არის. ანუ 96 პროცენტი ეს არის სიცარიელე. ეს სიცარიელე არის თავად ჭეშმარიტი ვაკუუმის პირმშო, ან თავად ვაკუუმი. კვანტური ფიზიკის გადმოსახედიდან მთელი სამყარო არის ამ ვაკუუმში. ხილული სამყარო, მთელი სამყარო არის ამ ოთხ პროცენტში, დანარჩენი უხილავია.

წმინდა ადგილების შესახებ

დეა ყოლბაია: ამ ატომების ნივთიერებათა ცვლა ისეთივეა, როგორიც ხარ. იყო ადგილები, სადაც აშენებდნენ მხოლოდ ტაძარს, იქ არ შეიძლებოდა სახლის აშენება. იყო ისეთი წმინდა ადგილები და დაწყევლილი ადგილები. კაცობრიობაა დააკვირდა იმას, რომ არის გეომაგნიტური ზონა.

აი მაგალითად არის მთა „კაილაშის“ ჰიმალაის კომპლექსია და იქ ლეგენდის თანახმად ღმერთი შივა ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ადგილებთან შედარებით ბევრად დაბალია. იქ ასვლა შეუძლებელია, არავინ ასულა და წმინდა მთად არის მიჩნეული. სიწმინდე ნიშნავს იმას, რომ იცავს ადგილს დაბინძურებისაგან. მაგრამ ვინც სცადა მიახლოება, ამბობენ, რომ ეს ადამიანები ფსიქიკურად დაავადდნენ. იყვნენ ადამიანები, პილიგრიმები, მეცნიერები, რომლებიც ერთი თვე იქ ცხოვრობდნენ და დაახლოებით ერთი წლით დაბერდნენ. ამ ადგილების შესახებ საუბარი მოიცავს სერიოზულ გეოლოგიურ კვლევებს.

როგორ ზიანდება ადამიანის სხეული და როგორ აზიანებს ის საზოგადოებას

დეა ყოლბაია: ამ ატომების კორიანტელში იბადება სხეული ჯანმრთელი თუ ავადმყოფი. ამ ატომების დიალოგი არის ჩვენი არის სხეულის ჯანმრთელობის წინაპირობა. როდესაც ზიანდება ატომი, მერე ქსოვილი, უჯრედი, ორგანო და ა.შ ზიანდება ადამიანის ჯანმრთელობა და ვლინდება სხვადასხვა დაავადებების სახით. როგორც ტკივილი უკეთეს შემთხვევაში და რატომ ასე - ყველაზე ვერაგი დაავადებები იწყება ისე, რომ არ სტკივა. როცა სტკივა შემდეგ დაგვიანებულია. როცა სიმსივნე გაჩნდა, ნეტავ ეს ეტკინოს, პრობლემა ამის არ იქნება.

ეს ადამიანი გახდა ავად, შეიძლება გარეგნულად არ ეტყობოდეს, მაგრამ მისი ფიქრები ანომალურია. მაგალითად თუ ადამიანი იგებს რომ ონკოლოგიურად დაავადებულია, მათში კრიმინალური დანაშაულების რიცხვი და სურვილი იმატებს. იმიტომ, რომ არაფერი აქვს დასაკარგი და ავლენს ამ ავთვისებურ, ცხოველურ თვისებას. აისახება მის ქცევაში და აზიანებ ოჯახის წევრს და შემდეგ გარშემომყოფს. ხდება გადამდები. ვერ ატყობ რომ ავად არის, აგრესიულია, გაზიანებს, გადმოგედო ნეგატივი, ავტომატურად კი აზიანებ სხვებს.

ერთობა ქმნის სოციუმს და ჩნდება აკრძალვები. აიკრძალა ბევრი რამ. მაგალითად ადამიანმა არ შეიძლება ჭამოს ადამიანი, მაგრამ კარიბის ოკეანეში ეს პრინციპი მე-19 საუკუნემდე იყო. აიკრძალა ინცესტი, პედოფილია, მაგრამ ამ ეფშტეინის ფაილებიდან გაირკვა, რომ მსგავსი თემები უფრო მძაფრად მძვინვარებს ვიდრე ვიცოდით. ეს ყველაფერი ავადმყოფობა არ არის? ჯანმრთელობის დეფინიცია ჩვენ არ გვაქვს.

როგორ მოქმედებს სტრესი ინტელექტზე

დეა ყოლბაია: სტრესი ბუდობს თავის ტვინის ქერქში. ესე იგი ეს ადამიანი ისეთი ჭკვიანი და ინტელექტუალური არ არის. ემპათია გონიერებასთან არის შეჭიდებული. არ არის აუცილებელი კემბრიჯი გქონდეს დამთავრებული. ტვინი მოზაიკური სტრუქტურაა, არიან ადამიანები ნიჭიერები.

რას ნიშნავს ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია?

დეა ყოლბაია: შენ არ ხარ შენი წუხილი, ეს შენი პროგრამაა, რომელიც გმართავს. შენ ამ პროგრამიდან გამოხვალ მხოლოდ მაშინ, როცა გექნება დიდი ცოდნა. ბიოლოგიური რესურსი, რომ ეს ცოდნა გააცნობიერო. მთავარი არის განათლება. თუმცა არიან განათლებული იდიოტებიც. შეიძლება ბრილიანტის  წახნაგები ვერ დაინახო.

თუ ყველა ორგანო მუშაობს თავისებურ სინქრონში და ჩვეულ რეჟიმში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯანმრთელები ვართ. მე თუ ოთხივე კიდურს სინქრონულად ვამოძრავებ მაშინ ვერ ვივლი. აქ საუბარია კანონზომიერებაზე. კონკრეტული ორგანოს მუშაობასა და ფუნქციაზე. ყველა უჯრედში არის 46 ქრომოსომა. გამონაკლისები არის. ერთი და იგივე გენებია ყველა უჯრედში, თუმცა სასწაული მრავალფეროვნებაა და ექსპრესია არსებობს. რომელი როდის უნდა ჩაირთოს და გამოირთოს მაგას განვსაზღვრავთ.

თქვენ იცით, რომ ბებიის სხეულში ხართ ნამყოფი? - თქვენ განაყოფიერდით დედის კვერცხუჯრედიდან, ეს კვერცხუჯრედი კი მაშინ ჩამოყალიბდა, როცა თქვენი დედიკო ბებიის მუცელში იმყოფებოდა. მერე უკვე მოხდა მომწიფება. შენ ხარ სპერმისა და კვერცხუჯრედის შერწყმა - განა ეს ხარ? ინდური ფილოსოფია ამბობს ამას: უბედურება იწყება მაშინ როცა შენ თავს აიგივებ სხეულთან. შენ არ ხარ სხეული, შენ გაქვს სხეული, არ გაქვს სული, არამედ ხარ სული. ეს პროგრამები არის პროგრამებში. ვისაც აქ სურვილი, ეძებს გამოსავალს.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სახლს, ოჯახს და ცხოვრების აზრს ვკარგავდი და ბიძინა ივანიშვილმა ფაქტობრივად ჩემი ცხოვრება და შვილები გადაარჩინა“- სალომე გოგიაშვილი მძიმე პერიოდზე

🎥 „ჩემი შვილები კარგად არიან, უყვართ ორივე, დედაც და მამაც...“ - სალომე გოგიაშვილი ოჯახის დანგრევაზე

🎥 გაზაფხულის სეზონური ალერგიები, სიმპტომები და ბრძოლის გზები - ალერგოლოგის რეკომენდაციები