Digest Logo

„შენი ბოლო დაბადების დღე ზურ, შენი ბოლო სურვილი... პირველად ვხვდებით შენი გაჩენის დღეს უშენოდ... სულ გელოდები და გეძებ ბიჭუნა... - დღეს „სიყვარულის ადამიანი“ ზურა ბაკურაძე 43 წლის გახდებოდა

1640238153
ზურა ბაკურაძე

დღეს ერთ-ერთ გამორჩეული ადამიანის, გამორჩეული მომღერლის და გამორჩეული რაჭველის ზურაბ ბაკურაძის დაბადების დღეა. ის 43 წლის გახდებოდა.

დიახ, რაჭველი ზურიკუნა ზაფხულში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. სოფელ შქმერში გზა ჩავარდა და „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა, ხევში გადაიჩეხა.

დღეს მის დაბადების დღეს მეგობრები და ოჯახის წევრები პირველად შეხვდებიან ზურიკუნას გარეშე. სოციალურ ქსელში ზურას მეუღლე ნათია კობახიძე პოსტს აქვეყნებს და დაბადების დღეს ულოცავს.

„შენი ბოლო დაბადების დღე ზურ... და შენი ბოლო სურვილი, ვიცი, რაც ჩაიფიქრე, მთელი გულით ჩაიფიქრე, მაგრამ ვერ მოესწარი ამ სურვილის ასრულებას.

პირობას გაძლევ, რომ შენს შვილებს ეს ნანატრი ჩანაფიქრი აუცილებლად აუხდებათ და შენც ამით ბედნიერი იქნები.

არ ვიცი, ეს დღე როგორ გადავიტანო უშენოდ, არც ის ვიცი, საერთოდ როგორ ვაგრძელებ არსებობას, როცა შენ აღარ მყავხარ...

გილოცავ ბუუს... მიკაკა ნააძ გულში“,- წერს ბაკურაძის მეუღლე.

მის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კომენტარებში ზურას მეგობრებმაც მიულოცეს იუბილე:

„თქვენ გულს ვენაცვალე ნათი სიგიჟემდე მიყვარხართ , ურთულესია მის გარეშე მართლაც , ჩემო გოგო უფალმა გაგაძლიეროს“

„ნათი საყვარელო, შენ და შენს დახატულ შვილებს გილოცავთ ზურას დაბადების დღეს“

„ღმერთმა ნათელში გამყოფოს, ზურიკუნა“

„სიყვარულის ადამიანი“

„ზური ამ დღეს სულ გილოცავდი დღეს შენი და ჩემი პატარა ბიჭის დაბადების დღეა“, - უწერენ კომენტარებში.

ზურასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა თავისმა ძმამ, გივი ბაკურაძემ. ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ:

„43 წლის განმავლობაში პირველად ვარ შენს გარეშე ამდენი ხანი.

პირველად ვხვდებით შენი გაჩენის დღეს უშენოდ ჩემო გულის კაცო. სულ გელოდები და გეძებ ბიჭუნა.

მიყვარხარ უზომოდ. მალე შევხვდებით“...

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ასე ძალიან რომ გიყვარდა, იმ გზამ როგორ გაგიმეტა... როგორ ჩაგლიჯე და ჩაიტანე გული, გაგვანადგურე!“ - როგორ იხსენებენ მეგობრები ზურა ბაკურაძეს?

🔵„შენ მართალო, შენ ალალო, „ბოშუნიკა” ზური“ - ტრაგიკულად გარდაცვლილ ზურა ბაკურაძეს მეგობარმა ლექსი მიუძღვნ

🔵ემოციური ფოტოები: ზურა ბაკურაძის საფლავზე მისი ცხენი მივიდა – მომღერლის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

🔵უმძიმესი კადრები - მომღერალი ზურა ბაკურაძე დაკრძალეს

🔵VIDEO: უმძიმესი ეთერი, სტუდიაში ატირებული სტუმრები და ემოციური მოგონებები ზურა ბაკურაძეზე

🔵„უსაშველოა ეს ყველაფერი... ხორცებს მაგლეჯენ, სულს მიწამებენ ფიქრები და ვეღარ ვუძლებ...“ - ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა

🔵„ამდენ ბიჭებში ჯერ ერთმა ძმამ გადაიწერა პირჯვარი და მერე მეორემ... მისი ხმა უკანასკნელად ძმამ გაიგონა...“ - ბაკურაძის უცნობი ამბავი