როდესაც ურთიერთობებში „უსაფრთხოებაზე“ ვსაუბრობთ, უმეტესობას თვალწინ ფიზიკური დაცულობა ან ფინანსური სტაბილურობა წარმოუდგება, თუმცა ფსიქოლოგიურ დონეზე ეს ცნება გაცილებით ღრმაა.
ემოციური უსაფრთხოება არის ფუნდამენტური საყრდენი, რომელზედაც ჯანსაღი, ხანგრძლივი და ჰარმონიული კავშირი შენდება.
ქალი ქვეცნობიერად თუ ცნობიერად ყოველთვის ირჩევს პარტნიორს, ვის გვერდითაც მას შეუძლია ნიღბის ჩამოხსნა, სისუსტის გამოვლენა და საკუთარ ემოციებთან პირისპირ დარჩენა შიშის გარეშე შეუძლია ყოფნა.
ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე საბაზისო ფსიქოლოგიური საჭიროებაა იყოს დანახული და გაგებული.
ქალისთვის უსაფრთხო გარემო იქმნება მაშინ, როდესაც კაცს აქვს უნარი დაინახოს იგი არა მხოლოდ გარეგნული, სოციალური თუ ფუნქციური როლების მიღმა, არამედ მის შინაგან სამყაროშიც.
ეს ნიშნავს:
მის შემჩნევას მაშინაც კი, როდესაც ის დუმს
მისი განწყობის ცვლილების მიზეზის სიღრმისეულ წვდომას;
იმის აღიარებას, რომ მისი განცდები და ემოციები მნიშვნელოვანი და „ვალიდურია“.
როდესაც ქალი გრძნობს, რომ პარტნიორი მას მართლაც ხედავს თავისი ღირებულებებით, შიშებით და ნაკლოვანებებითურთ და ამის გამო არ განსჯის, იბადება ღრმა ნდობა.
ეს არის მომენტი, როდესაც „მე“ და „შენ“ ყალიბდება ერთიან, უსაფრთხო „ჩვენად“.
მამაკაცური ბუნება ხშირად პრობლემების სწრაფ მოგვარებაზეა ორიენტირებული: „თუ პრობლემა არსებობს, უნდა გადავჭრათ“. თუმცა, ემოციურ დონეზე ქალს ხშირად სულ სხვა რამ სჭირდება მოსმენა და თანაგანცდა (ემპათია).
როდესაც ქალი თავის დარდს თუ ყოველდღიურ სტრესს უზიარებს კაცს, მას უმეტესად მზა ინსტრუქციები კი არ სჭირდება, არამედ განცდა, რომ მისი ემოციური ტკივილი ან დაღლილობა გაზიარებულია.
ქალი ყოველთვის დარჩება იმ კაცის გვერდით, ვისთანაც ნამდვილობის არ ეშინია.
უსაფრთხოება არ არის მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფა ან სიტყვიერი დაპირებები. ეს არის ყოველდღიური ემოციური ინვესტიცია. უნარი, მოუსმინო შეუფასებლად, დაინახო სიღრმისეულად და მხარი დაუჭირო უპირობოდ.
სწორედ ასეთ გარემოში ყვავის ნამდვილი სიყვარული, ერთგულება და ღრმა სულიერი კავშირი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ იტანჯება თანამედროვე ადამიანი? მამა გურამ ოთხოზორია სულის ტკივილსა და სხეულის დაავადებებზე