Digest Logo

ვინ არის პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ევერესტი დაიპყრო - „ჯერ ვერ ვაცნობიერებ, თითქოს პარალელურ რეალობაში ვარ“

1748851458
ალინა გამსახურდია

პროფესიით მარკეტოლოგმა ალინა გამსახურდიამ ევერესტი დაიპყრო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ იგი პირველი ქართველი ქალია, ვინც ეს შეძლო.

„2025 წლის 18 მაისს ნეპალის დროით დილის 9:10 საათზე ვიდექი პლანეტის ყველაზე მაღალ წერტილში, ევერესტის მთაზე და მთელი პლანეტა გაიხსნა ჩემთვის. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო, გავმხდარიყავი პირველი ქართველი ქალი, რომელიც ევერესტზე ავიდა. ჯერ ვერ ვაცნობიერებ, თითქოს პარალელურ რეალობაში ვარ ჯერჯერობით“,  - წერს ალინა გამსახურდია.

ალი­ნა გამ­სა­ხურ­დია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჯერ კიდევ შარ­შან გა­იც­ნო, როდესაც ნე­პალ­ში მა­ნას­ლუს მწვერ­ვა­ლი და­ლაშ­ქრა. მა­ნას­ლუ ზღვის დო­ნი­დან 8163 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს და მსოფ­ლი­ოს სი­მაღ­ლით მერ­ვეა. იგი პრო­ფე­სი­ით მარ­კე­ტო­ლო­გია. აქვს ტუ­რის­ტუ­ლი და სა­ქორ­წი­ლო სა­ა­გენ­ტო. დიდი ხანი ცხოვრობდა მოს­კოვ­ში, სწავლობდა და მუშაობდა, მაგ­რამ უკვე 12 წე­ლია, თბი­ლის­ში ცხოვრობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ახლა არ შეიძლება თქვენი გაჩერება, რადგან ვარსკვლავური დრო გაქვთ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

🎥 „ელოდეთ სიახლეს პირად ურთიერთობებში“ -  2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„ჩემი ქალიშვილი ჩვენთან 9 საოცარი წელი ცხოვრობდა...“ - რას ჰყვება ლუის ენრიკე გარდაცვლილ შვილზე