Digest Logo

„7 ადამიანს ჯგუფურად, დანით, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს“ - 2 პირს ბრალდება წარედგინა

1732782110
პროკურატურის შენობა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი შვიდი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ბრალდებულებმა შვიდ დაზარალებულს ჯგუფურად, დანით ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 ნოემბერს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტით, ხოლო მეორეს 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ” და „ლ" ქვეპუნქტებით, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„ამპარტავნება თანაბრად აკნინებს ჭკვიანსა და სულელს, მდიდარსა და ღარიბს...“ - გია მურღულია სტატუსს აქვეყნებს

🎥 „ბუნებრივი გზების გავლის შემდეგ, ახალშობილი უფრო ადაპტირებული ხდება გარემოსთან...“ - რა უნდა ვიცოდეთ მშობიარობაზე? - ექიმის რჩევები

„ძლიერი ქარი, ნალექი, თოვლი…” - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან