Digest Logo

„ამპარტავნება თანაბრად აკნინებს ჭკვიანსა და სულელს, მდიდარსა და ღარიბს...“ - გია მურღულია სტატუსს აქვეყნებს

1732776497
გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:  

„ის, ვინც საკუთარ თავს უზომოდ განადიდებს, უკიდურესად ამცირებს კიდეც - ამპარტავნება თანაბრად აკნინებს ჭკვიანსა და სულელს, მდიდარსა და ღარიბს, ძლიერსა და სუსტს, ახალგაზრდასა და მოხუცს, ქალსა და კაცს.

კარგად უნდა დაფიქრდე, რომ თვითრწმენისა და სიამაყის გზიდან ამპარტავნებისკენ არ გადაუხვიო - გჯეროდეს საკუთარი თავის, მაგრამ ნუ გააფეტიშებ მას.

საზოგადოებისა და ქვეყნის ერთიანობას ამპარტავნებაზე დიდი მტერი არ ჰყავს. დაე, სხვებმა ილაპარაკონ შენზე კარგად, შენ საჭირო და სასარგებლო საქმე გააკეთე - ის მის შემოქმედზე უკეთესად მეტყველებს.

ზოგჯერ ტრივიალური ჭეშმარიტებებიც გასახსენებელია - დავიწყება იცის“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბუნებრივი გზების გავლის შემდეგ, ახალშობილი უფრო ადაპტირებული ხდება გარემოსთან...“ - რა უნდა ვიცოდეთ მშობიარობაზე? - ექიმის რჩევები

„ძლიერი ქარი, ნალექი, თოვლი…” - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან

ქოჩორაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა - „ლევანტემ“ „მალაგა“ დაამარცხა