
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გენიალური სილამაზის მქონე მეგრელი გოგო“ - ნათია თოდუას ცეცხლოვანი ფოტოები ბერლინიდან