ექსპერტმა, რომელიც მოგვიანებით ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დააკავეს, განაცხადა, რომ შადრევნის ტექნიკური მდგომარეობა მას არ შეუმოწმებია.
დავით თუშიშვილის თქმით, შადრევნის სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა თბილისის მერიაზე დაქვემდებარებულ ლაბორატორიას ებარა.
ექსპერტის განცხადება „ტვ პირველმა“ გაავრცელა.
„ჩვენზე უნდათ შემოტენვა, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. ჩვენ დაგვავალეს მხოლოდ ფინანსური ნაწილის შემოწმება, ამათ ისე გამოჰყავთ საქმე, რომ ჩვენ შადრევნის ტექნიკური მდგომარეობა შევამოწმეთ და მაგაზე გავეცით თანხმობა. შადრევანი მე ჩართულიც არ მინახავს, ჩვენი დასკვნა შუალედური იყო და იგი ეხებოდა მხოლოდ ხარჯთაღრიცხვას.
მერიას უსაქმურობის ბანდა ჰყავდა სამსახურში. ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ ტექნიკური ზედამხედველობა ამ სამუშაოებზე თბილისის მერიის ლაბორატორიას უნდა გაეწია, ტექნიკური მდგომარეობა მაგათ უნდა შეემოწმებინათ“, - განაცხადა დავით თუშიშვილმა.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დენმა დაარტყა.
ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
18 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე 9 პირი დააკავეს.
ამავე თემაზე:
🎥 მარიტას კიდევ ერთი ახალი ვიდეო - როგორ ერთობოდა გოგონა სახლში
🔵„ჩემი მწვრთნელის შვილია მარიტა! ჩემს თვალწინ გაიზარდა!“ - რუსკა ქარქაშაძე გარდაცვლილ გოგონაზე
🔵„ყურებიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა...“ - თვითმხილველი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე