Digest Logo

დაკავებულია ე.წ „კანონიერი ქურდის“ რევაზ ჭურაძის მკვლელობაში ბრალდებული 43 წლის ქალი

1733728578
ქალის დაკავება

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 2012 წელს მკვლელობისთვის იტალიაში 21 წელი მიუსაჯეს და 100 ყველაზე საშიშ გაქცეულს შორისაა, თურქეთში დააკავეს და იტალიაში გადასცეს.

იტალიის პოლიციის მიერ შაბათ-კვირას გაკეთებული განცხადების თანახმად, 43 წლის მაკა ქატიბაშვილი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მაფიოზურ კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კერძოდ "კანონიერი ქურდების" ერთ-ერთ კლანთან.

ცნობილი გახდა, რომ ქათიბაშვილი იტალიისა და თურქეთის პოლიციის თანამშრომლობით დააკავეს და რომში გასულ პარასკევს ჩაიყვანეს.

ქათიბაშვილი 2012 წლის 6 იანვარს, სამხრეთ იტალიაში, ქალაქ ბარში, საქართველოს მოქალაქის, ე.წ „კანონიერი ქურდის“, რევაზ ჭურაძის მკვლელობაში მონაწილეობისთვის იძებნებოდა. ადგილობრივი პრესა აცხადებს, რომ მკვლელობა მაფიოზურ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტის შედეგად მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეცადეთ არ გაცივდეთ და არ აღმოჩნდეთ ინფექციური დაავადებების წინაშე, ფინანსური პრობლემები იჩენს თავს“ - როგორი კვირა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს?

🎥 „ერთ-ერთი ურთულესი კვირაა, რთულდება მოლაპარაკებები, შემცირდება ურთიერთგაგება, ამიტომ აკონტროლეთ ემოცია“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

წყარო: rustavi2.ge