
„საქართველოს ბანკის“ ძარცვისთვის დაკავებულ ბადრი ესებუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა არ შეეფარდა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ესებუას წინასწარი პატიმრობა იმ მოტივით არ შეუფარდა, რომ ეს უკანასკნელი პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა დანაშაულის გამო იხდის სასჯელს.
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე შემდეგი სასამართლო 30 მარტს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვს.
სამართალდამცველთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა.
ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა 8 თებერვალს გამთენიისას დააკავეს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘„დააკავეს სოფელ ჯიხაშკარში, ამჟამად ის გადაჰყავთ ქუთაისის მეორე დაწესებულებაში“ - ესებუას ადვოკატი