Digest Logo

კაცს, რომელმაც მარნეულში ძაღლს სასტიკად სცემა, პატიმრობა მიესაჯა

1722605424
მარნეულელი კაცი

კაცს, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ძაღლს ჯოხით სასტიკად სცემა, 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია.

„პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალის სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ 2024 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე პროკურატურის ინიციატივით მომზადდა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე სასჯელი გამკაცრდა“, - აცხადებენ პროკურატურაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რას უნდა აკეთებდნენ ბავშვები 3 წლის ასაკში - ბავშვთა ნევროლოგის განმარტება

🎥 როგორ შევიდეთ ლუციდურ სიზმარში - „მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან შიშის ფონზე არ მოხდეს თქვენი გამოღვიძება“

🎥 „უყურეთ მზის ამოსვლას, ჩასვლას და ამ დროს შენი სურვილების ვიზუალიზაციის ექსპრესია მოახდინეთ“ - ასტროლოგი 4 აგვისტოს ახალმთვარეობაზე