Digest Logo

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულ ბექა ჯაიანს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

1726809000
კესარია აბრამიძე

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულ ბექა ჯაიანს ბრალს დღეს, 20 სექტემბერს ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

სათვალთვალო კამერებში ჩანს, როგორ შედის და შემდეგ როგორ გარბის შემთხვევის ადგილიდან ბექა ჯაიანი. ვიდეომასალით ირკვევა, რომ დანაშაული ზუსტად 14 წუთშია მომხდარი.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულ მამაკაცს ტრანსგენდერ ქალთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.

მოდელი და მსახიობი კესარია აბრამიძე, საკუთარ სახლში, მოკლული 2 დღის წინ მეზობლებმა ნახეს. მას, ცივი იარაღით, 20-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ბექა ჯაიანის წინააღმდეგ საქმე აღძრულია გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „წუთით არ დაიჯეროთ, რომ კესო ვინმეს აშანტაჟებდა... მეგობრებს დაგვირეკა, ვიდეოკოლაჟი გაგვაკეთებინა“ - თამუნა მუსერიძე კესარია აბრამიძესთან მიმოწერის დეტალებზე

„კრიმინალს არ აქვს არც საზღვარი, არც ეროვნება, არც სქესი, არც რელიგიური კუთვნილება და არც პოლიტიკური გემოვნება“ - მაკა ბოჭორიშვილი კესარია აბრამიძეზე

„მეც ჩავხედე სიკვდილს თვალებში, ასეთი მხეცისგან პირისპირ მდგომმა და ჩემი მშველელი არავინ იყო“ - თამუნია მექერიშვილი კესარია აბრამიძეზე