რამდენიმე საათის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ცნობით, მოკლულია 35 წლამდე კაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა - დაკავებულია ერთი პირი:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ახლა შენს თავზე პასუხისმგებელი თავად ხარ“ - რას წერს გია მურღულია
⭕ „მსოფლიო ვიტამინ D-ის დეფიციტის ჩუმ პანდემიას ებრძვის“ - რა რეკომენდაციებს გვიზიარებს არუნ ხათრი
⭕„ჰგავხარ თუ არა ქრისტეს, დააკვირდი როგორი ურთიერთობა გაქვს ადამიანებთან“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე