Digest Logo

„ახლა შენს თავზე პასუხისმგებელი თავად ხარ“ - რას წერს გია მურღულია

1779292731
გია მურღულია

საქართველოს მასშტაბით მიმდინარე კვირაში არაერთ სკოლაში ირეკება ბოლო ზარი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს გია მურღულია გვიზიარებს და წერს, რომ სკოლის დამთავრებასთან ერთად ადამიანების ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება:

„სკოლას რომ ამთავრებ, რაღაც სხვა იწყება - შენი ცხოვრების ახალი გზა და ჯერჯერობით უცხო განზომილება.

თითქოს ყველაფერი ისევ ისეა, არაფერი შეცვლილა, უბრალოდ უკვე ზოგადი განათლება გაქვს და „დიდებში“ გადახვედი - ახლა შენს თავზე პასუხისმგებელი თავად ხარ.

და რას გკარნახობს შენი „მე“ და პასუხისმგებლობა?
გეუბნება, რომ ღმერთს უნდა ემსახურო?
გეუბნება, რომ სამშობლოს უნდა ემსახურო?
გეუბნება, რომ ადამიანებს უნდა ემსახურო?

და ვიღაც მაცდურის კითხვაზე „რა ამბავია ამდენი მსახურება - თავის თავზე როდის უნდა იზრუნოს კაცმა?“

გპასუხობს, რომ კაცი მხოლოდ ასეთი მსახურებით "იზომება" და ფასდება?

მაშინ ის მართალი „მეა“ - გონიერი, გულიანი და სიყვარულიანი.

მაშინ 12 წელიწადი ტყუილად არ გისწავლია, როგორი უნდა იყოს ადამიანი.

ძვირფასო მეთორმეტე კლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას - დაე, ღმერთი, კეთილი ანგელოზები, კარგი ადამიანები და საქართველო იყვნენ თქვენი მფარველები და ცხოვრების თანამგზავრები“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მსოფლიო ვიტამინ D-ის დეფიციტის ჩუმ პანდემიას ებრძვის“ - რა რეკომენდაციებს გვიზიარებს არუნ ხათრი

⭕„ჰგავხარ თუ არა ქრისტეს, დააკვირდი როგორი ურთიერთობა გაქვს ადამიანებთან“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ ფესვები, რომლებიც გვქმნის: როგორ მართავს საგვარეულო ჩვენს ცხოვრებას - რას გვირჩევს ეზოტერიკოსი