Digest Logo

ოჯახი ვერ უკავშირდება წარმოშობით პანკისელ ქალს, რომელიც მეოთხე დღეა ქუთაისის აეროპორტშია

1679065924
პოლიცია

ლეილა ქავთაროვას, რომელიც მეოთხე დღეა მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუთაისის აეროპორტში ჰყავთ შეყოვნებული და ქვეყანაში არ უშვებენ, ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან. როგორც ქალის მეუღლემ ბექა ტოხოსაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, სავარაუდოდ, დღეს დილით მესაზღვრეებმა ლეილას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. 

„ლეილამ დილის ოთხ საათზე ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა და მითხრა, რომ პოლიციელები ტელეფონის ჩამორთმევას აპირებენო. მას შემდეგ ნომერი საერთოდ გამორთულია. მესაზღვრეებს უთქვამთ, აქედან ჟურნალისტებს ინტერვიუებს რომ აძლევ, ამიტომ გართმევთ ტელეფონსო. მე ახლაც ქუთაისში ვარ და იქ არ მიშვებენ, ვეკითხები და მეუბნებიან, კარგად არიანო. მე როგორც ვიცი, ტელეფონის ჩამორთმევის უფლება არ ჰქონდათ, ეს კანონდარღვევაა“, - ამბობს ბექა ტოხოსაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„რომ შევხედე, კი ვიფიქრე, ნეტა მარტოა -მეთქი? წავიდა ისევ ჩქარი ნაბიჯებით“ - რას ჰყვება ქალი, რომელმაც 12 წლის გოგო გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნახა

🔵„ვერავინ მიეკარა, მხოლოდ დედა მივარდა, გულში იკრავდა თავის ცივ შვილს, ეფერებოდა, ათბობდა. განწირული ღრიალი ისმოდა სადარბაზოსთან“ - ლანა ლანჩავას ემოციური პოსტი

🔵„ბავშვი ცოცხალი იყო, სასიცოცხლო ნიშნები ჰქონდა როდესაც ნახეს“ - ახალი დეტალები დიდ დიღომში დატრიალებულ ტრაგედიაზე