Digest Logo

„რომ შევხედე, კი ვიფიქრე, ნეტა მარტოა -მეთქი? წავიდა ისევ ჩქარი ნაბიჯებით“ - რას ჰყვება ქალი, რომელმაც 12 წლის გოგო გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნახა

1679049684
დიდი დიღომის ამბავი

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.

ცხედარი უკვე სახლშია გადასვენებული.

👉„ვერავინ მიეკარა, მხოლოდ დედა მივარდა, გულში იკრავდა თავის ცივ შვილს, ეფერებოდა, ათბობდა. განწირული ღრიალი ისმოდა სადარბაზოსთან“ - ლანა ლანჩავას ემოციური პოსტი

ქალი, რომელმაც 12 წლის გოგო გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნახა, ჟურნალისტთან საუბრისას იმ წუთებს იხსენებს, როდესაც მასთან დიალოგი ჰქონდა.

„დაახლოებით ღამის 11 საათი იყო, მე და ჩემი შვილი ვისხედით და ძაღლი გვყავდა. ქვემოდან ამოვიდა ეს ბავშვი, ჩქარი ნაბიჯებით, რომ შევხედე კი ვიფიქრე ნეტა მარტოა -მეთქი? მოვიდა და დაჯდა საქანელაზე, ვიფიქრე ვიღაცას ელოდება -მეთქი.  საქანელაზე ზურგით იჯდა და სახეზე როგორ იყო, შეშფოთებული თუ ანერვიულებელი არ შემიმჩნევია.

მერე ადგა, მოვიდა ჩემთან, მითხრა რა საყვარელიაო და გამიღიმა. მადლობა -მეთქი და წავიდა ისევ ჩქარი ნაბიჯებით. 

მშვიდი საღამო იყო, სიწყნარე, ხალხი სეირნობდა. ყოველდღე ძაღლს ვასეირნებ ღამეც და არავინ შემხვედრია, ეგეთი რამე არ ყოფილა“, -  აცხადებს palitravideo-სთან საუბრისას დიდ დიღომში მცხოვრები ქალი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ვერავინ მიეკარა, მხოლოდ დედა მივარდა, გულში იკრავდა თავის ცივ შვილს, ეფერებოდა, ათბობდა. განწირული ღრიალი ისმოდა სადარბაზოსთან“ - ლანა ლანჩავას ემოციური პოსტი

🔵„ბავშვი ცოცხალი იყო, სასიცოცხლო ნიშნები ჰქონდა როდესაც ნახეს“ - ახალი დეტალები დიდ დიღომში დატრიალებულ ტრაგედიაზე

🔵„ეზოში, სათამაშოდ ჩასული ბავშვი რომ ცოცხალი ვერ დაბრუნდება სახლში, ნამდვილი უბედურებაა...“ - ავთო დვალიშვილი