Digest Logo

„ვერავინ მიეკარა, მხოლოდ დედა მივარდა, გულში იკრავდა თავის ცივ შვილს, ეფერებოდა, ათბობდა. განწირული ღრიალი ისმოდა სადარბაზოსთან“ - ლანა ლანჩავას ემოციური პოსტი

1679044188
გარდაცვლილი ბავშვი

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.

ცხედარი უკვე სახლშია გადასვენებული.

👉„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით“

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი ეტყობა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდ დიღომში მცხოვრები ლანა ლანჩავა გამოეხმაურა, რომელმაც ის ტრაგიკული წუთები ემოციურად გაიხსენა.

„საშინელი ღამე იყო წუხელ. რა დამაძინებდა, რა დამაძინებდა!

1-ელ საათზე განწირული ღრიალი ისმოდა სადარბაზოსთან დედის, რომელიც თავის 12 წლის სიფრიფანა გოგოს ეძებდა უბანში. ჩემი გოგონების ტოლს. ჩავედი მეც მასთან ერთად ვეძებე, სადარბაზოებში, სახურავებზე, სკვერებში და ყველგან სადაც შეიძლებოდა დამალულიყო და...

ვიპოვეთ, ალუბლების ხის ქვეშ, თითქოს ეძინაო, მშვიდად, სუფთად, მე ახლოს ვერ მივედი, ვერ შევძელი.  ვერავინ მიეკარა, მხოლოდ დედა მივარდა, გულში იკრავდა თავის ცივ შვილს, ეფერებოდა, ათბობდა, მაგრამ გვიანი იყო.

არ იციან რა მოხდა, ახლაც მუშაობს პოლიცია. სახლიდან დეიდაშვილთან ნაჩხუბარი გავიდაო. ისე იწვა, თითქოს ძინავსო, ლამაზად და სუფთად ჩაცმული“, - წერს ლანა ლანჩავა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ბავშვი ცოცხალი იყო, სასიცოცხლო ნიშნები ჰქონდა როდესაც ნახეს“ - ახალი დეტალები დიდ დიღომში დატრიალებულ ტრაგედიაზე

🔵„ეზოში, სათამაშოდ ჩასული ბავშვი რომ ცოცხალი ვერ დაბრუნდება სახლში, ნამდვილი უბედურებაა...“ - ავთო დვალიშვილი

🎥 რა უნდა ვიცოდეთ, სანამ პერმანენტულ მაკიაჟს გავიკეთებთ? - ზაზა თელიას რჩევები და პროცედურით დაზარალებულები