
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული გ.ს., წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1985 წელს დაბადებული ვ.კ., და ნიგერიის მოქალაქე 1988 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ილია თოფურია: დღეს ის გავაკეთე, რაც დაგეგმილი მქონდა - ყველაფერი რაც მაქვს, ღმერთის დამსახურებაა
⭕„ვინ ჯანდაბამ უთხრა პიმბლეტს, რომ ოქტაგონზე ასულიყო...ეს არ უნდა მომხდარიყო...“ - დანა უაითი
⭕რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ