Digest Logo

შსს: პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა

1744729148
შსსშსსშსსშსს

პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების დროს მიღებული დაზიანების შედეგად, მხედველობა დაკარგა. კერძოდ, 29 ნოემბერს ოპოზიციის აგრესიულმა აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს.

პოლიციელს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოსა და თურქეთში, თუმცა სამწუხაროდ, დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით, მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერ-დეკემბერში, რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი აქციების დროს, სხვადასხვა მძიმე დაზიანება ათეულობით სამართალდამცველმა მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სოფელ ატენში კაცის ცემით მკვლელობაზე ბრალდებულები ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

🎥 „წლები გადის და არაფერი იცვლება...“ - სახალხო კონტროლი ბათუმის ავტოსადგურზე მდებარე კვების ობიექტებზე

🎥 „ხალხი მცნობდა, ფოტოებს იღებდნენ ჩემთან... სამშობლოს არავინ და არაფერი მირჩევნია“ - რას ჰყვება ამერიკიდან დაბრუნებული ბარბარე ჯანაშია