Digest Logo

თბილისის მეტროში მომხდარზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო - დაკავებულია ერთი პირი

1733850150
ბორკილები ბორკილები

თბილისის მეტროსადგურის გაჩერება „სახელმწიფო უნივერსიტეტზე“ უბედური შემთხვევა მოხდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შემთხვევა დღეს, 10 დეკემბერს საღამოს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“, მგზავრს ხელი ჰკრეს, რომელიც ლიანდაგში ჩავარდა. იგი ადგილზე დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 „ნასვამ ადამიანს ხელი ჰკრა და მატარებლის ქვეშ ჩააგდო“ - თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია

⭕„2025 წელი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის გარდამტეხი იქნება“ - ნახეთ სედიქ აფგანის პროგნოზი

⭕„ეს ჯვარი მიუძღოდა პროცესიას პარიზის ღვთისმშობლის განახლებული ტაძრის კურთხევის დროს...“ - რას წერს გოგა ჩანადირი