Digest Logo

თბილისში ნგრევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო – ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები

1752518068
შენობა ჩამოინგრა

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ეცნობა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.

როგორც გეკა გელაძემ აღნიშნა, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სამაშველო ღონისძიებებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია.

შინაგან საქმეთა მინისტრი უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან, ასევე, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე რჩება.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕კახა კალაძე „სადგურის მოედანზე“ მომხდარ ნგრევაზე - „შენობა იყო ავარიული, მინიჭებული ჰქონდა მე-3 კატეგორიის ავარიულობა, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას“

⭕თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, შენობის ფასადის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

⭕თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი შენობის ფასადი ჩამოინგრა - შსს განცხადებას ავრცელებს