სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინწრას ხეობაში უბედური შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, პოლონელი ტურისტი გოგო ჩანჩქერში გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕5 არასწორი ფერი პირველი პაემნისთვის - დიზაინერების რჩევები