Digest Logo

11 თებერვლიდან თბილისი - ოზურგეთის მიმართულებით სწრაფი მატარებელი იმოძრავებს

1738845451
მატარებელი რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა მგზავრებისთვის, ორ მიმართულებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს.

სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება.

მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს:

✅ თბილისიდან გასვლა – 09:00; ოზურგეთში ჩასვლა – 16:18

✅ ოზურგეთიდან გასვლა – 08:40; თბილისში ჩასვლა – 16:00

✅ ბილეთის ღირებულება – 11-15 ლარი.

მცირედი ცვლილება თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე:

ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ.

რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე გადაჯდებიან №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებში, რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს.

რიონი-ქუთაისი 1 მატარებლის მგზავრობის საფასური – 0,50 თეთრი“, - აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თოვლის მთვარე - რა გავლენას მოახდენს 12 თებერვლის სავსე მთვარე ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელზე და რას უნდა ვუფრთხილდეთ?

🎥 „გეძლევათ შანსი შექმნათ ოჯახი, წლის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი ხართ“ - რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში 2025 წელს?!

⭕„ფული ადვილად მოდის, ასევე სწრაფად აორთქლდება, ძალიან კარგი დღეა პაემნებისთვის, შეხვედრებისთვის, მეგობრული საუბრებისთვის“ - ხათუნა ნოელი 7 თებერვალს ასტროპროგნოზზე