Digest Logo

14 იანვარს სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

1736848801
შენ ხარ ვენახი

14 იანვარს ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღეა.

ტროპარი:

„შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული;
მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული;
ალვა სუნნელი, სამოთხეს აღმოსრული;
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული
და თავით თვისით მზე ხარ განბრწყინვებული.
ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ

სასწაულები, რომელიც „შენ ხარ ვენახის“ ხატს უკავშირდება

14 იანვარს მეორედ ვიყავი მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში და ვისმენდი თქვენს მიერ აღვლენილ წირვას. „რომელი ქერუბიმთას“ გალობისას თქვენ რომ აკმევდით, დავინახე საკურთხეველში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი „შენ ხარ ვენახი“ მთლიანად გაბრწყინდა არაჩვეულებრივი ბრწყინვალებით. ჩემს დას, რომელიც ჩემს გვერდით იდგა ვკითხე, ხედავდა თუ არა ხატის ბრწყინვალებას, მიპასუხა, ვერ ვხედავო. ვიფიქრე, შეიძლება მზის სხივია-მეთქი, მაგრამ კვლავ განმეორდა. საკურთხეველში რომ ეზიარებოდით, ღვთისმშობლის ხატი კვლავ მთლიანად გაბრწყინდა. მრევლის ზიარებისას ბრწყინავდა მხოლოდ ღმრთისმშობლის გვირგვინი. ეს უჩვეულო გაბრწყინება ნელ-ნელა გამოკრთებოდა და მეორდებოდა.

მეორე გაბრწყინებისას ისევ მივმართე ჩემს დას, კვლავ მითხრა, არ დამინახავსო.

წირვის შემდეგ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი მზის სხივის ზემოქმედებით ხდებოდა, თუმცა მზის სხივი არც ერთი მხრიდან არ ეცემოდა ხატს. ეს აზრი ჩემს დას გავუზიარე. მან მიმითითა სხვა ხატზე, რომელსაც მზის სხივი ეცემოდა და მკითხა, ასეთი ნათელი ხომ არ ჰქონდა იმ დროს ღმრთისმშობლის ხატსო. მე უარვყავი, ვინაიდან ის იყო უჩვეულო, სხვანაირი ბრწყინვალება.

ჯვრის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ბასილის სულიერი შვილი ნაირა დიასამიძე საგურამო.

17.01.96

მოციქულთა თავთა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში ვნახე საკურთხეველში დაბრძანებული ახლად ნაკურთხი ღმრთისმშობლის ხატის „შენ ხარ ვენახის“ გაბრწყინება. განათდა ღმრთისმშობლის სახის ნახევარი იესოსთან ერთად. ვიფიქრე სარკმლიდან შემოსული მზის სხივი ხომ არ ეცემა-თქო, მაგრამ როდესაც შევადარე მზის სხივით განათებულ სხვა ხატს, ისინი ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდებოდა. ღმრთისმშობლის სახეს, ყრმით, თეთრი ღრუბელივით ნათება ედგა და ნახევრად ბუნდოვნად ჩანდა სახეები. რასაც ვხედავდი, თვალი მოვარიდე, ისევ შევხედე, ხატი ისევ ისე იყო განათებული. ჩავაშტერდი, კარგად დავაკვირდი და ვიგრძენი, როგორ მომაწვა თვალებზე რაღაც ძალა და თითქოს თვალებში შემოჭრას ლამობდა, ვერ გავუძელი, თვალი ავარიდე, მეგონა გადავვარდებოდი, ისე შემაწუხა თვალებზე მოწოლილმა ძალამ. კვლავ შევხედე ხატს. განათებული იყო, ცოტა ხნის შემდეგ ნათება გაქრა.

ვიფიქრე, ალბათ მომეჩვენა, ჩემისთანა ცოდვილი ასეთი სასწაულის ხილვის ღირსი როგორ გავხდებოდი-თქო. ეს ყველაფერი გადამავიწყდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მოძღვარმა ამბიონიდან თქვა, რომ მრევლს ჰქონდა ხილვა ამ ხატიდან. არც მაშინ გამახსენდა, რაც ვნახე. მხოლოდ გაზეთ „7 დღის“ 1996 წლის პირველი ნომრის მეორედ გადაკითხვის შემდეგ, სადაც დაბეჭდილი იყო წერილი ამ ხატის სასწაულებზე, გადავწყვიტე მომეთხრო ყოველივე.

ლალი, ტაძრის მრევლი 19.05.96

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საფრანგეთში მაღაზიაში შევდივარ და ეს მხვდება...“ - რა ფოტოს აქვეყნებს ქართველი ემიგრანტი

🎥 „გველის წელი 29 იანვარს შემოდის და აუცილებელია ჩაიცვათ მწვანე ან ნაცრისფერი ფერის სამოსი“ - 2025 წლის პირველი სავსემთვარეობა, კარმული კვანძების ცვლილება და ომების საშიშროება, მარიამ შუკაკიძის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„გასულ ღამეს, კვარა მეუღლესთან ერთად, მარადონას მურალთან ბოლოჯერ, გამოსამშვიდობებლად მივიდა...“ - მედია