Digest Logo

22 მაისს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

21 მაისი 20:37
შუქი თელასი

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 22 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, ჯავახეთის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აბასთუმნის, სადგურის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მე ზურაბ მჟავიას ერთგული და აღტაცებული მსმენელი ვარ...“ - მარიკო კვალიაშვილი

🎥 პროსტატის კიბო: ნიშნები, სიმპტომები, მკურნალობა - კოტე თოდუას რჩევები

🎥 „ბუნების დაცვა იყო მთავარი, რამაც ამ პროფესიამდე მოსვლა გადამაწყვეტინა…“ - გაიცანით 24 წლის რეინჯერი, თამარ ბექაური