„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს, 10:00-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თვალივი, ზემო ხორხი, გუდრუხი, წიფრანი, ხილიანა, ბზიკურთკარი, ქვემო შარახევი, ზარიძეები და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, 11:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, დორეულები, სიონი და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ სავსემთვარეობა მერწყულში, გლობალური კრიზისები: აკაკი გოგოლაძის პროგნოზი