
GWP-ის ინფორმაციით, 30 აპრილს კომპანია ისნის რაიონში, აწყურის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ახალ მაგისტრალურ მილსადენზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, პარალელურად კი ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მოეწყობა.
მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 30 აპრილს დილის 11:00 საათიდან დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 30 აპრილს, დილის 11:00 საათიდან 1 მაისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში:
ქეთევან დედოფლის გამზ., ღვინის აღმართის, დუტუ მეგრელის, მეტეხის, მეტეხის აღმართს, ისნის, ფერისცვალების, ჩეხოვის, სოლომონ ბრძენის, ჯორბენაძის, ურბნისის, ევროპის მოედანს, მაჭრის, მუკუზანის, გუთნის, 300 არაგველის, ბოჭორმის, იალბუზის, არგვეთის, ბოდბის, ლუსინიანის, ზახაროვის, დოლაბაურის I II III ქუჩებს, კაჩინსკის, უჯარმის, პატარძეულის, კაკულიას, თელავის, ფოსტის, ზურაბიშვილის, ახმეტელის, წინანდლის, დოესის, კოშკოვანის, ძევერის, გარეკახეთის, ცუცხვათის, სპანდარიანის, აწყურის, ზინდისის, მამისაშვილის (ოდისეი დიმიტრიადისი), ნავთლუღის, ჭრელაშვილის, აბუსელიძე ტბელის, სახალხოს, ციხისძირის, გუდარეხის, მეველის, დიდგორის, წულაძის ქუჩას თავის შესახვევებით, სამრეწველოს დასახლებას გაბრიელ სალოსის 4 და 5 შესახვევებს, ნადარეიშვილს, მოსკოვის გამზირი N 1-17 (კენტებს) 2- 8 (ლუწებს), ლობჟანიძის, შირაქის, საექიმოს, ჰოლბრუკის, დოდაშვილის, წურწუმიას, ნიორაძის, შორაპანის, სოფრომაძის საინგილოს და სამგორის ქუჩების.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლელა კილაძე მეხუთე შვილის ფოტოს აქვეყნებს - პატარა ანდრეა მამასთან ერთად პოზირებს
🎥 „ბიჭების 95% სიმაღლეში ზრდას 18 წლამდე ასრულებს , ხოლო გოგოების 90% 16 წლამდე“ - კოტე თოდუა
⭕ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას მილანური ვოიაჟი გრძელდება - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი?