Digest Logo

🎥 „31 დეკემბერს სახლში მხოლოდ ერთხელ შევხვდი“ - თიკა ჯამბურია სამუშაო რეჟიმსა და დასვენებაზე

1762951576
თიკა ჯამბურია

მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.

მომღერალი „რადიო იმედის“ სტუმარი იყო, სადაც აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს მარტო ყოფნა, მოგზაურობა, სხვადასხვა ქალაქების მონახულება:

„სამწუხაროდ, მარტო მოგზაურობა ხშირად არ მიწევს, ძირითადად სულ ვიღაცასთან ერთად ვარ. 

თუ მაქვს შანსი, რომ მარტო წავიდე, აუცილებლად მივდივარ. კონცერტები როცა მაქვს, ქალაქიდან-ქალაქში თუ მიწევს სიარული, ვცდილობ მარტო ვიარო, რადგან მიყვარს საჭესთან მარტო ყოფნა. 

ვსეირნობ მარტო, ვათვალიერებ, ვსწავლობ. არის ისეთი ადგილები, სადაც ძალიან მინდა წავიდე, მაგალითად თუშეთში არ ვარ ნამყოფი, ერთ-ერთი ოცნებაა მოვხვდე ზემო სვანეთში. 

ახალ წელს იცი როგორ ვარ? არ ვემზადები არასდროს გასართობად, ვიცი, რომ უნდა ვიმუშაო და მეორე დღეს უნდა დავისვენო. არა დალევა, ჭამა, სმა - უბრალოდ დასვენება.

31 დეკემბერს, 00:00 საათს სახლში ერთადერთხელ შევხვდი, პანდემიის დროს, როცა კონცერტები არ იყო“, - ამბობს თიკა ჯამბურია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მარტოობა ხელა უწყობს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა პარკინსონი, ასევე 37%-ით ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს“ - რას წერს ლევან შელეგია

„არ გართმევს თავმდაბლობას, ის უბრალოდ გიცავს იმისგან, რომ არ დაკარგო საკუთარი სიმართლე“ - რა არის თავმოყვარეობა სინამდვილეში

🎥 „ეს მაგიური ცოდნაა, ნუ შეგვეშინდება ამ სიტყვის, ქრისტემ მაგალითი მოგვცა, რა შესაძლებლობები გვაქვს და არ ვიყენებთ... შეიცან თავი შენი“ - ნინო გოძიაშვილი „კავკასიური იოგას“ ფესვებზე