Digest Logo

🎥 „34 წლის ასაკში გავხდი ბებია, სახელი არ ჰქონდა ჩემს გაოცებას, ჩემს სიხარულს და ბედნიერებას“ - ფიქრია მეგრელაძე

1789591315
ფიქრია მეგრელაძე

ფიქრია მეგრელაძე პოპულარული ქართველი მომღერალია, რომელიც ფართო საზოგადოებამ სხვადასხვა მუსიკალური ნომრითა და სატელევიზიო გადაცემებში სტუმრობით გაიცნო. იგი გამოირჩევა პოზიტიური იმიჯით, ენერგიული შესრულებითა და აქტიური მუსიკალური მოღვაწეობით.

მან გადაცემაში „პრაიმ შოუ“ შვილიშვილებზე და მათთან ურთიერთობაზე ისაუბრა:

„34 წლის ასაკში გავხდი ბებია, ეს ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. 

არ ვიცი ამ გრძნობას რა დავარქვა, როდესაც შვილიშვილს შევხედე. 40 დღე გულზე მეწვა, დიდი სიხარული და ბედნიერებაა. 

ჩემი ნინუცა ჩემთან მეგობრობს, დაქალობს. მყავს მეორე შვილიშვილი, ანდრია. ორივე შვილიშვილი ძალიან მიყვარს“, - ამბობს ფიქრია მეგრელაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი შვილიშვილი 3 წლით უფროსია ჩემს შვილზე, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ბედნიერება...“ - ნინო თოლორდავა ბებიის ამპლუაში

🎥 „პირველად რომ ჩავიხუტე, ამოყირავდა მთელი ჩემი ცხოვრება...“ - როგორი ბებიაა მაგდა ჯოხაძე

🎥 „18 წლის ასაკში უკვე ორი შვილი მყავდა და საერთოდ ვერ ვიგრძენი ის, რასაც შვილიშვილებზე ვგრძნობ“ - თამუნა ზაუტაშვილი