2024 წლის 23 აგვისტოს ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა, 24 წლის შემდეგ, მეორე შვილის დედა გახდა.
აღსანიშნია ის ფაქტი, რომ იქამდე, სანამ იგი მეორე შვილის დედა გახდებოდა, ბებია გახდა.
რეალობად ქცეულ ოცნებასა და ამით გამოწვეულ დიდ ემოციებზე ნინო გადაცემაში „პრაიმშოუ“ ისაუბრა:
„ძალიან სასიხარულოა ის, რომ ვარ ბებია. ჯერ სულ თავიდან ძალიან ახალგაზრდა გავხდი დედა, 18 წლის ასაკში, მეორეჯერ დედა გავხდი 43 წლის ასაკში, ბებია კი 39 წლის ასაკში. ჩემი შვილიშვილი ჩემს შვილზე 3 წლით უფროსია, ეს საოცარია ჩემს ისტორიაში. ეს დიდი სიმდიდრეა, სიხარულია, ჩემი შვილები და ჩემი შვილიშვილი.
ჩემი შვილი ნოა ასე ამბობს ხოლმე: „ნინო, არა, არა, ეს ბავშვი სულელია“.
როდესაც გავიგე, რომ ბებია ვხდებოდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუმცა შოკში ჩავვარდი, თავად 38 წლის ვიყავი და მეგონა, ცხოვრება წინ მაქვს და ვოცნებობდი მეორე შვილზე, ვიგებ, რომ შვილიშვილი მიჩნდება“, - ამბობს ნინო თოლორდავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „პირველად რომ ჩავიხუტე, ამოყირავდა მთელი ჩემი ცხოვრება...“ - როგორი ბებიაა მაგდა ჯოხაძე