მუსიკოსი „ფანდურა“ ბექაური სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც კარიერაზე და ცხოვრებაზე ისაუბრა:
„ჩემმა გამზრდელმა ილია ზაქაიძემ წამომიყვანა ანსამბლ „მართვეში“ ანზორ ერქომაიშვილთან. „მართვე“ არის ცემი ყველაფერი. იმ მომენტში და იმ დროს რასაც ვაკეთებდით იყო ხელოვნება. მაშინ სიმღერას სიმრერა ერქვა. რეპეტიცია რომ მქონდა 3-ზე მივდიოდი 11-ზე. იმდენად მაინტერესებდა ყველაფერი. მინდოდა მომესმინა. იმიტომ, რომ მთელი ელიტა იქ იყო. ფრიდონ სულაბერიძეც. ანზორ ერქომაიშვილი სულ მეუბნებოდა, რომ კარგი მეფანდურე ხარო, თუმცა იმასაც ამბობდა რომ ბევრი უნდა მევარჯიშა და გავფრთხილებოდი ნიჭს. 5-6 საათი ვუკრავდი ფანდურზე. ტარიელ ხარხელაური არის ბიძაჩემი. ძალიან დიდი რიდი მაქვს და ძალიან მიყვარს. 61 წლის ქალს ვასწავლე ფანდურზე დაკვრა, ექიმი იყო. გამიკვირდა რომ დამირეკა“, - ჰყვება „ფანდურა“ ბექაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რუსუდან ბოლქვაძე იუბილარია - როგორ ემზადებოდა თუმანიშვილის თეატრი იუბილესთვის?