Digest Logo

🎥 „800 მეტრი მიწის ქვეშ... ბურთის ზომის პრიალა სტალაგმიტები, რომლებიც მთელ მსოფლიოში უნიკალურია“ - მღვიმე, რომელიც მწყემსმა აღმოაჩინა - ნინუცა ორჯონიკიძის ობიექტივში

1726240652
ნინუცა ორჯონიკიძე

ტელეწამყვანი და მოდელი, ნინუცა ორჯონიკიძე ამჯერად ბლოგერის ამპლუაში გვევლინება და საკუთარი იუთუბის არხი შექმნა.

ნინუცა საზოგადოებას საქართველოს სხვა და სხვა კუთხეს და ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებს აცნობს, და ჰყვება საინტერესო ამბებს.

იგი მოგზაურ, ნიკა ლებანიძესთან ერთად „მურადის მღვიმეში“ იმყოფებოდა, საიდანაც საინტერესო ვიდეოს გვთავაზობს.

როგორც ვიდეოდან ვიგებთ „მურადის მღვიმე“ რაჭისა და იმერეთის საზღვარზე მდებარეობს. ის მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდის“ წევრებმა, 2014 წელს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. 

კლუბის წევრები რაჭაში ორდღიანი ექსპედიციით, მღვიმეების შესასწავლად იმყოფებოდნენ, როდესაც ნაქერალას უღელტეხილზე, ტყეში 76 წლის მწყემსს - მურად ცნობილაძეს შეხვდნენ. მწყემსმა კლუბის წევრებს უცნობი მღვიმის შესახებ უამბო და მისკენ მიმავალი გზაც მიასწავლა. სწორედ მის პატივსაცემად უწოდეს მღვიმეს „მურადის მღვიმე“. 

მღვიმეს რამდენიმე პატარა განშტოება და სართული აქვს. დარბაზში წარმოდგენილია ვიწრო, მილისებრი გადასასვლელები. ჭერის მაქსიმალური სიმაღლე 10-15 მეტრია, საერთო სიგრძე კი - დაახლოებით 150 მეტრი. გამოქვაბული 15 მეტრის სიღრმის სამი ჭით ბოლოვდება. რაც შეეხება მღვიმის ასაკს, ის 80 000-იდან 100 000 წლამდე უნდა იყოს.

მეტის გასაგებად ნახეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

🎥 „ელარჯის ამოწელვას რატომ ეხუმრებოდით?...“ - თამუნა მუსერიძე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

🎥 „დაბადების დღეს გილოცავ!“ – ელენე ეპიტაშვილი ნინიკო მამარდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს