Digest Logo

🎥 „აფხაზეთში შევალთ ომით და დაერქმევა მშვიდობა...“ - ლელა კაკულიას მორიგი წინასწარმეტყველება

1725983256
ლელა კაკულია

ლელა კაკულია საქართველოში ყველა დროის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი წინასწარმეტყველია, რომლის წინასწარმეტყველებები რეალობად არა ერთხელ ქცეულა.

ლელა კაკულიამ იწინასწარმეტყველა მსოფლიოში და საქართველოში მოსალოდნელი პროცესები და საზოგადოების დიდი ყურადღებაც სწორედ ამიტომ დაიმსახურა.

სოციალურ ქსელში არსებობს ლელა კაკულიას ოფიციალური გვერდი, სადაც პერიოდულად ქვეყნდება ვიდეომიმართვა მოსალოდნელი ამბების შესახებ. ამჯერად მისი ოფიციალური გვერდი აქვეყნებს სხვა და სხვა დროის წინასწარმეტყველებებს, რომლებსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

 „1993 წელი, 24 ივლისი

აფხაზეთში საბოლოო დარტყმა იქნება! ქართული არმია დიდ შეტევას განახორციელებს, გაგლეჯს ფრონტის ხაზს და მიადგება სოჭის საზღვარს.

ვხედავ მომღიმარ და ცრემლიან ქართველებს საზღვარზე, მთის წვერზე კი საქართველოს დროშა ფრიალებს!
არ არსებობს არავითარი ძალა ამ შეტევის შესაჩერებლად, იმიტომ, რომ ეს ღმერთისგანაა ნაკარნახევი და გამარჯვებაც ღვთისგანაა მოცემული!

1996 წელი, 31 მარტი

აფხაზეთში შევალთ ომით და დაერქმევა მშვიდობა!

1995 წელი, 11 აგვისტო

აფხაზეთის მხარე – ეს არის ტერორისტების თავშესაფარი. ვხედავ, მომავალში რუსები მაინც შეასრულებენ იმ პროგრამას, რასაც დღეს ხელს უშლიან – გვიბრუნებენ აფხაზეთს!

1999 წელი, 7 იანვარი

აფხაზეთის საკითხი მწვავედ დადგება - თვითონ რუსები წამოწევენ. ასეთი აფხაზეთი რუსეთს აღარ აწყობს იმდენად, რამდენადაც უკვე მათთვისაა საშიში - ძალიან საშიში!
2008 წელი, 28 თებერვალი

ვხედავ, დაიწყება მასშტაბური გაწმენდა, ანუ პატარა ომები ტერორისტულ დაჯგუფებებთან. ქართული ჯარი ერთ დღეში დაასუფთავებს აფხაზეთს. ის მართლაც არის ტერორისტების ბუდე.

2008 წელი, 10 ივლისი

აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!!!ისევ ვხედავ ასჯერ დანახულს: მდინარე ფსოუზე საქართველოს მთლიანობის დროშა ფრიალებს!ამწუთას ვხედავ, რომ უფალი საკუთარი ხელით აღმართავს ქართულ დროშას და მიწიერად ამას გააკეთებენ ქართველი მეომრები. ამინ!“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„იმ დღეს ჩემი დიდი ოჯახი მიხვდა, რომ სიცოცხლე ღირდა, თუნდაც ამ გამარჯვებისთვის“ - ამონარიდი წიგნიდან, რომელიც ილია თოფურიას დედაზე იწერება

🎥 „ფეხბურთის თამაშის დროს კარში მაყენებდნენ“ - ნონა გაფრინდაშვილის უდიდესი წარმატების ისტორია

⭕„მინდა საქართველოს ისტორიაში ჩავეწერო ოქროს ასოებით ისევე, როგორც ილია, ვაჟა“ - ლაშა ბექაური