Digest Logo

„აღარ ვარ ემპათიური ბოროტი ქალების მიმართ...“ - რას ჰყვება ნეკა დოროყაშვილი

1769005299
ნეკა დოროყაშვილი

ცოტა ხნის წინ „იუთუბიზე“ გამოჩნდა ნეკა დოროყაშვილის ახალი სიმღერის ვიდეორგოლი, რომელიც საკმაოდ ლამაზი და თვალში საცემია, ბევრი ნახვაც აქვს და როგორც თავად ნეკა ამბობს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სასიმღერო კარიერაში წარმატებებს მიაღწიოს. მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, შვილისთვის ყოველთვის სცალია, ამბობს, რომ სწორედ მასში გაუმართლა ყველაზე მეტად, ბედნიერი დედაა და ის, ბალანსი, რომელიც დედა-შვილს შორისაა, კიდევ უფრო აბედნიერებს. 

ნეკა დოროყაშვილი: ჩემი აზრით, ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დედობაა. ყველა დედას სურს, მისი შვილისთვის საუკეთესო იყოს. მე, როგორც მაქსიმალისტი, ვფიქრობდი, რომ კარგი დედა ვიყავი, მაგრამ მინდოდა, საუკეთესო გავმხდარიყავი. მთავარია, შვილის კარგი მეგობარი იყო და თუ ეს ბალანსი იპოვე, საუკეთესო დედობასთან ახლოს ხარ.

– როცა ოჯახი ინგრევა, ქვეცნობიერში ჩნდება ახალი ურთიერთობის დაწყების შიში. შენს შემთხვევაში, როგორ არის საქმე და ახლა შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– არ შემშინებია არასდროს, არ დამიკარგავს იმის იმედი, ახალი ურთიერთობა დამეწყო, რადგან მე იდეალისტი ვარ და ძალიან რომანტიკოსი. ეს ჩემს სიმღერებშიც იგრძნობა. ამიტომ, ყოველთვის ვარ იმ აზრზე და იმის მომხრე, თუ გვინდა, აუცილებლად ვიპოვით სიყვარულს. შესაბამისად, ცხოვრებასაც თავიდან დავიწყებთ. ზოგადად, როგორი ენერგეტიკაც გვაქვს, იმას ვიზიდავთ, ამას პრაქტიკაში მივხვდი. შენ რაც გინდა, იმას მოიზიდავ, მაგრამ თუ გაქვს გადაწყვეტილი და არ გინდა, საკუთარ თავს იბლოკავ. მე ასე მიმაჩნია და არასდროს შევზღუდავ ჩემს თავს და არ ვიტყვი: ეს რადგან დამემართა, სხვაზე არჩევანს აღარ გავაკეთებ-მეთქი. ცხოვრება საინტერესოა და რატომ უნდა ვიყოთ დეპრესიაში. მე ცხოვრებაც თავიდან დავიწყე და ახლა ისეთ აზრზე ვარ, საჯაროდ პირადზე სიტყვას არ დავძრავ. ვერ აღგიწერთ, რამდენი ბოროტი ადამიანი და კონკრეტულად ქალი ვნახე სოციალურ ქსელში ჩემს პირად გვერდზე, როცა გავასაჯაროვე და პირადზე ვისაუბრე. ახალგაზრდა გოგოები, ისეთ ბოროტულ აზრებს გამოთქვამენ, გადავირიე. აღარ ვარ ემპათიური ბოროტი ქალების მიმართ. ჩემმა განვლილმა გზამ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და ადამიანებიც რეალურად დამანახვა. ამიტომ, რადგან გარშემო ბევრი ბოროტი ადამიანია, ჩემს პირადს ვმალავ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ხშირად თან ახლავს რეალობის შეცვლის შეგრძნება - თითქოს სხვა ვერსიაში გადახტი...“ - რას წერს ლევან მათითაშვილი

წარუმატებლობისგან გათავისუფლების რიტუალი

როგორ გვიბიძგებს შიში არასწორი არჩევანისკენ? რატომ გავრბივართ საკუთარი თავისგან და როგორ ვიძირებით არასწორ ურთიერთობებში? - ასტროლოგის განმარტება

წყარო: tbiliselebi.ge