
უამინდობის გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.
ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობისახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზეც. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი თავისუფალია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: