ბათუმში დაკარგულ ნინო ტრაპაიძეს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის სახლიდან სამი დღის წინ გავიდა და არ დაბრუნებულა.
„დაიჯესტი“ დეტალების გასარკვევად დაკარგულის თანამშრომელს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ ნინო ტრაპაიძეს ქმარი და მძიმე სენთან მებრძოლი დედა ჰყავს.
„მეოთხე დღეა არსად ჩანს. სასტუმრო „ორბიში“ ცხოვრობდა. ამბობენ, გავიდა ცე ბლოკიდან და ჩაჯდა ავტობუსში, ეს ვიცი თანამშრომლებისგან.
მე თანამშრომელი ვარ, ოფისში ბინებს აქირავებს ეგეც და მეც. არ ვდაქალობდი, მაგრამ ვიცნობ, როგორც კარგ ადამიანს.
დედამისს სიმსივნე აქვს, ჩავარდნილია ლოგინად. შვილები არ ჰყავს. დედ-მამა თბილისში ცხოვრობენ. მწოლიარეა დედამისი. როგორც ვიცი პოლიციაც ჩართულია.
როგორც ვიცი, ორი ტელეფონი სახლში აქვს დატოვებული, ერთი სამსახურის და მეორე პირადი“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას თანამშრომელი,
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„როცა საქართველოში უნდა გამოვფრენილიყავი გამისკდა ბრმა ნაწლავი“ - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი
⭕„იცოდნენ, რომ უნაკლო არავინაა და ეს მეც მაქვს“ - რას ამბობს ნუკი კოშკელიშვილი ცელულიტზე