
გიგი ქათამაძე ქართველი იუთუბერი და ბლოგერია, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და საზოგადოებას სხვა და სხვა ქვეყანას აცნობს. იგი ხშირად სტუმრობს ეგზოტიკურ ადგილებს და ცდილობს მისი ვიდეოები მაქსიმალურად ექსტრემალური გამოვიდეს.
ამჯერად იგი გვთავაზობს ახალ ვიდეოს სირიიდან. ცნობისთვის, გიგი ქათამაძე პირველი ქართველი იუთუბერია, რომელმაც მოახერხა სირიის საზღვრის გადაკვეთა, ადგილზე ჩასულს კი საშინელი სურათი დახვდა:
„გადავწყვიტე ვყოფილიყავი პირველი ქართველი მოგზაური, ვინც სირიის საზღვარს გადაკვეთდა, თუმცა ამ სიგიჟეს არ ვიზამ მარტო. ამ ყველაფერს გავაკეთებ ჩემ ლიბანელ მეგობრებთან ერთად, რომლებიც დამთანხმდნენ სირიაში ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ. სირიის აეროპორტი წლებია არ ფუნქციონირებს, შესაბამისად წამოვედით მანქანით და პირველად უნდა გადავკვეთოთ საზღვარი. შეგხვდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც წლების შემდეგ პირველად უბრუნდებოდნენ სამშობლოს.
სირიის ომი 2011 წელს დაიწყო. ამ დროს 120 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დანარჩენები გადაჰყავდათ ციხეში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საშიშ და სასტიკ ადგილად არის მიჩნეული. მთელი ქალაქი განადგურებულია. საერთოდ აღარაფერია დარჩენილი. ისეთ რაღაცებს ვუყურებ, კინოში მგონია თავი“, - ჰყვება გიგი ქათამაძე ვიდეოში.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ: