
საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე და „სახალხო კონტროლის“ წამყვანი მადონა კოიძე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ფიგურაა. იგი წლებია კვების ობიექტებს, მოულოდნელად კამერებისა და ჟურნალისტის, ლიზა ვადაჭკორიას თანხლებით სტუმრობს და ამოწმებს რამდენად უვნებელია მომხმარებლებისთვის ესა თუ ის პროდუქტი.
ამჯერად დაიჯესტი გთავაზობთ რამდენიმე წლის წინანდელ ვიდეოს, სადაც გია ჯაჯანიძის „სხვა რაკურსის“ გადამღები ჯგუფი მადონა კოიძეს სახლში ესტუმრა.
ვიდეოში ნახავთ, როგორ ცხოვრობს მადონა კოიძე და როგორია მისი სამზარეულო:
„ძალიან მიყვარს წესრიგი. ასევე მიყვარს საჭმლის მომზადება. რომ ნახოთ ჩემი კარადა გაგეცინებათ, შესაძლოა იფიქროთ რაში ხარჯავს მადონა კოიძე დროსო. ოჯახის წევრებისგანაც მოვითხოვ სისუფთავეს. ძალიან რთული გასაძლები ვარ. ძალადობას აქვს ადგილი თუ კი რამე უადგილო ადგილზე არის დადებული. ჩემ ოთახში ყველაფერი ფერების მიხედვით მაქვს დალაგებული და ვხვდები ტანსაცმელი სხვისი დაკეცილი რომ არის.
ჩვენ ბიზნესს არ ვერჩით , ეს არის ჩვენი გადაცემის მიზანი. ჩვენ მხოლოდ ვიცავთ მომხმარებლებს. რას ვითხოვთ? - არ მომატყუო, არ მომწამლო, არ მომიტანო დამპალი საკვები და ფულს რომ გადავიხდი შესაბამისად ხარისხიანი და უვნებელი საკვები გამომიტანე. წინასწარ ვერ გავაკეთებ იმას, რომ დავრეკო და გავაფრთხილო რესტორნები.
მყავს მეუღლე შვილები და შვილიშვილები. ჩემი მეუღლე არის ბიზნესით დაკავებული. არც შვილს, არავის არ აქვს უფლება მთხოვოს რაიმე ჩემ სამსახურთან დაკავშირებით“, - ჰყვება მადონა კოიძე.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ იკლავს ამდენი ცნობილი კორეელი ადამიანი თავს? - ცნობილი ინფლუენსერი მიზეზებზე ალაპარაკდა