Digest Logo

🎥 „პირველი სნოუბორდი ჩემმა მოძღვარმა მიყიდა“ - რა ჯდება 3 დღით დასვენება ბაკურიანში? გიორგი დანელიას ბლოგი

1741183236
გიორგი დანელია

იუთუბერი დ ბლოგერი გიორგი დანელია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მისი კონტენტი საინტერესოსთან ერთად ინფორმაციულიც არის, რაზედაც მისი გამომწერების რაოდენობა მეტყველებს. ამ დროისთვის დანელიას, „იუთუბის“ რამდენიმე არხი აქვს, მთავარ არხზე, კი რომელზედაც მეტად აქტიურობს 311 ათასი გამომწერი ჰყავს.

გიორგი დანელია იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი, რომელმაც „იუთუბის“ ინდუსტრიაში შედგა ფეხი. იგი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

იუთუბერი ამჯერად გვიზიარებს ახალ ვიდეოს, სადაც ოჯახთან ერთად ბაკურიანში რამდენიმე დღე დაისვენა:

როგორც დანელია ვიდეოში ჰყვება, სასტუმრო სამი ღამით ბაკურიანში ჯამში 580 დოლარი დაუჯდა. მისივე თქმით, გატესტა ახალი სნოუბორდი და სრიალის 3D ვიდეო გაგვიზიარა.

„მე მაგრად მიყვარს ზამთრის საბურავებით მანქანით თოვლზე სიარული. ახლა ჰო ჩამოვედი სნოუბორდი მანქანაში ჩავდე ტკბილად წყნარად. პირველი სნოუბორდი მიყიდა მამაომ, ჩამირიცხა ფული და მიყიდა ჩემმა მოძღვარმა. მარშრუტს, ტაქსს, ყველაფერს თვალს ვადევნებდი, რომ იტყოდნენ მიდის რეისი - მოვდიოდი. ჩვეულებრივ რეისსაც გავყოლივარ. სხვას მივყვებოდი და მოვყვებოდი. ვინმესთან ვრჩებოდი, დასარჩენიც არ მქონდა. ბევრად უფრო რთული და არაპრაქტიკული იყო, თან ვსწავლობდი. თუმცა იმდენად მინდოდა სნოუბორდის სწავლა, კუდუსუნ გასიებულიც კი დავდიოდი. არაფერს ვერიდებოდი. პარასკევს მივდიოდი და კვირა საღამოს მოვდიოდი, რადგან სამსახური მქონდა. ძალიან ნათელი მხარე იყო ჩემი ეს პერიოდი. სრიალიც რთულ პირობებში იყო, თუმცა ესეც ძალიან კარგად მახსენდება. ყველაფერი კარგისა და კომფორტის უკან ძალიან დიდი შრომა დგას. ახლა რამდენიმე წელი გავიდა ამოვდივარ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად უპრობლემოდ. ამ ვიდეოს იმიტომ ვწერ, რომ მინდა მოტივაცია იყოს თქვენთვის. დამიჯერეთ გამოდის, მთავარია შრომა - უეჭველი გამოდის“, - ჰყვება გიორგი დანელია ვიდეოში.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ ამას ქრისტიანი არ კითხულობს, მაშინ იგი იგონებს თავის ქრისტიანობას...“ - რა უნდა ვიცოდეთ დიდმარხვის შესახებ?! მამა თეოდორე გიგნაძის განმარტება

🎥 რატომ იკლავს ამდენი ცნობილი კორეელი ადამიანი თავს? - ცნობილი ინფლუენსერი მიზეზებზე ალაპარაკდა

🎥 მელანომა, კანის ყველაზე საშიში კიბო - როგორ ამოვიცნოთ და ავიცილოთ?! კოტე თოდუას რჩევები