
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა. ავარიის შედეგად, 22 წლის გიორგი ჟორჟოლიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
დაღუპულ ახალგაზრდას, მანქანაში არასრულწლოვანი ძმა ეჯდა, რომელიც ავარიისას დაშავდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბედნიერი დასვენება, მხიარული დღეები“ - ნინი ბადურაშვილი საფრანგეთში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს