
ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან „ბასტი-ბუბუს“ სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო.
ნინი გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანიც იყო, თუმცა რამდენიმე თვის წინ იგი გადაცემიდან წავიდა.
ახლა მომღერალი ოჯახთან ერთად საფრანგეთში მოგზაურობს, საიდანაც გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს:
„ბედნიერი დასვენება, მხიარული დღეები“.
„შეუდარებელი გოგო ხარ“.
„ნინი, ვგიჟდები შენზე“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჭადრაკის ლეგენდა იუბილარია - ნონა გაფრინდაშვილი 84 წლის გახდა