საქართველოში კერძი მხოლოდ საკვები არ არის. ის არის ტრადიცია, იდენტობა და ადამიანებს შორის კავშირის ფორმა. თითოეულ სუფრას, რეცეპტს და გემოს თავისი ისტორია აქვს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ქვეყნის კულტურულ მეხსიერებას ინახავს.
გადაცემაში „პრაიმ შოუ“ შორენა მენაღარიშვილი გაგვაცნობს აჭარის ყველაზე პოპულარულ კერძებს და მათი მომზადების ტრადიციებს:
„ბაქლავასთან დაკავშირებით არის გოგოების გათხოვების რიტუალები. ძველად, გათხოვებიდან მეორმოცე დღეს აუცილებლად მიჰქონდათ გოგოს ოჯახში სადილი. ეს იყო ბაქლავა და შექელამა რომელსაც ამზადებენ ბრინჯის ფქვილისგან, შაქარი და ერბო.
სადილს უნდა ხლებოდა ღვეზელი და მოხარშული დედალი.
კლასიკურ ვარიანტში ბაქლავა 45 ფენაზე ნაკლები არ არის. აჭარა ისეთი კუთხეა, სადაც შერწყმულია მთა და ზღვა. მთა რძის პროდუქტებს გვაძლევს, მზადდება ისეთი კერძები, რაც ძალის და ენერგიის მომცემია“, - ამბობს შორენა მენაღარიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: