საქართველოში კერძი მხოლოდ საკვები არ არის. ის არის ტრადიცია, იდენტობა და ადამიანებს შორის კავშირის ფორმა. თითოეულ სუფრას, რეცეპტს და გემოს თავისი ისტორია აქვს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ქვეყნის კულტურულ მეხსიერებას ინახავს.
გადაცემაში „პრაიმ შოუ“ ლია გულორდავა გვიყვება მეგრული სუფრის კულტურასა და ტრადიციებზე:
„მეგრული სუფრა არის ნამდვილი აკადემია. რადგანაც ეს არის ზნეობის უნივერსიტეტი, მასში არის კათედრა, მის გარშემო იკრიბება აუდიტორია, ანუ ოჯახის წევრები. როდესაც პურის მირთმევა ხდება, არ იგულისხმება ყველი, ხაჭაპური, გებჟალია და ოჯალეში. აუცილებელია გარკვეულ მომენტში ოჯახის უფროსმა, მამამ მიირთვას ერთი ჭიქა ღვინო.
მადლობა უფალს, ღმერთი გვმფარველობს და მისი ძალით ვართ აქ“, - ამბობს ლია გულორდავა.
ასევე დაგაინტერესებთ: