საქართველოში კერძი მხოლოდ საკვები არ არის. ის არის ტრადიცია, იდენტობა და ადამიანებს შორის კავშირის ფორმა. თითოეულ სუფრას, რეცეპტს და გემოს თავისი ისტორია აქვს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ქვეყნის კულტურულ მეხსიერებას ინახავს.
გადაცემაში „პრაიმ შოუ“ ზია ჩიხლაძე გვიზიარებს საინტერესო ისტორიებსა და კულინარიულ ტრადიციებს. მისი ხელით მომზადებული კერძები ავთენტიკურ გემოსა და ქართული სუფრის ნამდვილ ხასიათს გადმოსცემს:
„წარმოგიდგინეთ ბებოს რეცეპტები.
ჯონჯოლი ნიგოზში, რომელიც 50 წელია კეთდება ჩვენს ოჯახში. კეჟერა ფხალი, რომელიც სუფთად იმერულია. პრასი, რომელიც მივიწყებულია.
ისრიმ მაყვალი არის მკვახე ყურძენი, რომელიც წარმოუდგენელი რამ არის, გამოირჩევა სიმჟავით და წიწილთან ერთად გადასარევია
გოჭის შეწვის მეთოდი მაქვს. ეს არ არის შამფურზე შემწვარი.
მოხარშული მსხალი არის იმერეთის ერთ-ერთი დამახასიათებელი დესერტი“, - ამბობს მზია ჩიხლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: