საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ირღვევა მისი შვილიშვილების უფლებები, რადგან მათ არ ეძლევათ მამის მონახულების საშუალება.
👉„სააკაშვილს სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი...“ - ნინო ნადირაძე
„ბავშვებიც რომ ისჯებიან? ბავშვების უფლებებიც რომ ილახება? თვეში ერთხელ ხომ აქვს ოჯახის წევრს უფლება, რომ მოინახულოს თავისი პატიმარი არა? აი ახლა, ორწლინახევრის ბავშვი, წარმოიდგინეთ, ძალიან განიცდის. ძილი დაერღვა ბავშვს და სულ დაჟინებით მოითხოვს, რომ მამამისს შეახვედრონ და ანახონ. ეს რა უბედურებაა, ჩემი შვილის დასჯაა მარტო?“, - განაცხადა ალასანიამ tv პირველის ეთერში.
ამასთან, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას აღნიშნა:
„პრობლემა იმაშია, რომ დრო არ ითმენს. ძალიან შერყეული აქვს ჯანმრთელობა. მე დღეს ჩემი შვილი რომ დავინახე, არ ვიცი... ხანდახან ხუჭავდა თვალებს და იყო შავი. შავი ფერი ჰქონდა ადამიანს. ცარიელი ძვალი და ტყავია დარჩენილი, ვერ მოძრაობს. დღეს ძალიან უჭირდა კომუნიკაცია“.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ: