
ექიმი, მსახიობი და ტელეწამყვანი, ოთარ ტატიშვილი ჰამბურგში საქართველო - ჩეხეთის თამაშს ესწრებოდა. მისი ემოციური ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია.
ჰამბურგიდან გამოყოლილ ემოციებზე ოთარ ტატიშვილმა გადაცემა „იმედის დღეში“ ისაუბრა.
„შეიძლება ვერც გადმოვცე რა ემოციები იყო ჰამბურგში. ისეთი გარემოა სულ სხვა გარემოა. ჩეხი გულშემატკივრები მეუბნებოდნენ, თბილისში ვიყავით თუ ჰამბურგში ჩამოსულებიო. ისეთი გარემო იყო შექმნილი. ერთსულოვნება იყო ძალიან დიდი. შენი ქვეყნის ჰიმნზე ტირი, შენი ბიჭები დგანან, შენს გარშემო შენნაირი გულშემატკივარი გულანთებული. ყველგან გვცნობენ ხალხო. აი ამ მაისურს ხომ არაფერი არ აწერია, ახლა მხოლოდ წმინდა გიორგია გამოსახული და მორჩა. იმდენმა ადამიანმა გამაჩერა რა კარგად ითამაშეთო. უკვე ცივილიზაციის და ევროპის ნაწილები ვართ“, - აღნიშნა ოთარ ტატიშვილმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ცნობილია, ვის ჰქონდა მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ ჯადოქრის ნიღაბი მორგებული - ნახეთ, კადრები